უცხოეთი
ალექსანდრე ლუკაშენკო - მე ამ კორონავირუსს ვუწოდებ ფსიქოზს - მეც ბევრი ფსიქოზი გადავიტანე და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არსად მიგვიყვანს

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, ის კორონავირუსს სხვას ვერაფერს უწოდებს, თუ არა ფსიქოზს.

„მიუხედავად გარკვეული კრიტიკისა ჩემს მიმართ, მე ამ კორონავირუსს სხვას ვერაფერს ვუწოდებ თუ არა ფსიქოზს და სულ ასე იქნება. თქვენთან ერთად მეც ბევრი ფსიქოზი გადავიტანე და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს არსად მიგვიყვანს“,-განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ვირუსისგან გამოწვეული პანიკით უფრო მეტი ადამიანი დაზარალდება, ვიდრე თავად დაავადებით.

„ასე რატომ ვიქცევი? იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ პანიკით უფრო დავიტანჯებით, ვიდრე თვითონ ამ ვირუსით და ეს ყველაზე მეტად მაწუხებს“,-აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

interpressnews.ge