რელიგია
სინოდის სხდომა 20 მარტს გაიმართება

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. წმინდა სინოდის სხდომა 20 მარტს გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

​„20 მარტს, 12:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით წმინდა სინოდის სხდომა შედგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე, ჯერ უცნობია.