აქტუალური
საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად დღეს იქნება

 საქართველო, 19 მარტი, საქინფორმი. საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო. როგორც სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის" ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ „ინტერპრესნიუსს“განუცხადა, პროდუქციის პირველი პარტია მზად 19 მარტს იქნება.

ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან უკვე შეგვიძლია მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,-აღნიშნა გია ლომინაძემ.

მისივე თქმით, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.

ინტერპრესნიუს