სამართალი
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 29 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელმაც საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.