უცხოეთი
სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, 12 შემთხვევა ეჩმიაძინს უკავშირდება

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 21-ით გაიზარდა და 51-ს მიაღწია. ამის შესახებ „ფეისბუქ“ ლაივში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა. „ჩვენ დღეს 105 ტესტი ავიღეთ. 12 შემთხვევა ეჩმიაძინს უკავშირდება“,-განაცხადა ტოროსიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

interpressnews.ge