საზოგადოება
საგანმანათლებლო პროგრამის – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა მორიგი ჯგუფი 31 მარტს ჩამოვიდა. ამ ნაკადში კვალიფიციურ პედაგოგთა უმეტესობა ავსტრალიიდანაა. მოხალისე მასწავლებლები არიან ამერიკიდან, ინგლისიდან და კანადიდან.
რაჭის სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები პროექტს დადებითად აფასებენ. მათი აზრით, პროგრამა ამ რაიონშიც წარმატებული იქნება.
უცხოელი პედაგოგების ნაწილი შიდა ქართლისა და თბილისის საჯარო სკოლებში ქართველ მასწავლებლებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვება.