აქტუალური
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები იხურება

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები. საბჭოს გადაწყვეტილება საზოგადოებას პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააცნო.

ამასთან, მისი თქმით, კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს მიეცათ რეკომენდაცია, შეზღუდონ სერვისის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან.

ასევე საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რეკომენდაცია მიეცეს კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს, შეზღუდონ მათი მომსახურების ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია უშუალოდ მოქალაქეების მომსახურებასთან, მათ ექნებათ საშუალება, გააგრძელონ ოპერირება და ფუნქციორება ე.წ. გატანის სერვისებისთვის, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად შეიზღუდოს თავშეყრის ადგილები და კონტაქტი ჩვენს თანამოქალაქეებთან“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.