უცხოეთი
რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა

 საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 93-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქვეყნებს. ქვეყნის ვიცე-პრემიერის, ტატიანა გოლიკოვას ინფორმაციით, აღნიშნულიდან 86 შემთხვევა იმპორტირებულია, ხოლო დანარჩენი ტრანსმისია.

ამასთან, კრემლში მიიჩნევენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. პრეზიდენტის პრეს მდივანის, დიმიტრი პესკოვის თქმით, ჯერჯერობით მსგავსი ინიციატივა განხილული არ ყოფილა.

interpressnews.ge