აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი, რუსებისთვის მისაყიდი ღვინო“

rtveli1როგორც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „foreign policy“-თან საუბარში აღნიშნა, „საქართველო არ აპირებს, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას ქართული პროდუქციის რუსეთში დაბრუნების სანაცვლოდ დაუჭიროს მხარი“.

„ჩვენ არ გვაქვს ზედმეტი, რუსებისთვის მისაყიდი ღვინო. ჩვენთვის ეს არ არის ვაჭრობის საგანი. თბილისის მოთხოვნად კვლავ რჩება საქართველოს საზღვრებზე – ფსოუსთან და როკის გვირაბთან – საბაჟოების გამჭვირვალობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „კრემლს თბილისთან მოლაპარაკების გამართვა არ სურდა და ამ პრობლემის გადაწყვეტას ამერიკელების დახმარებით აპირებდა, თუმცა, ობამას ადმინისტრაციამ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და კრემლის წარმომადგენლებს უთხრა, რომ არ აპირებდა, ყოფილიყო მხარე რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებში“.