სამართალი
სუს-ი - აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებულ უკანონო შეზღუდვებზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული დამატებითი უკანონო შეზღუდვები შეეხოთ იმ პირებსაც, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარებას იღებდნენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

მათვე ცნობით, ამ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მიმდინარეობს მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებულ დამატებით უკანონო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მათ შორის კონკრეტულად იმ პირების შესახებ, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარებას იღებენ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით“, – აცხადებენ სუს-ში.

პირველი არხი