„სახალხო კრების“ წარმომადგენელი, ჭადრაკის დედოფალი ნონა გაფრინდაშვილი 51-ე საჯარო სკოლის მანდატურმა შენობაში არ შეუშვა.
„ჩვენ არ გვინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ხელისუფლება ამგვარი სამარცხვინო მეთოდებით ებრძვის განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს, სადაც სკოლის დირექტორი ხელისუფლებისგან იღებს დავალებას, სკოლაში არ შეუშვას, კარი მიუხუროს, პრობლემები შეუქმნას ადამიანებს და, მით უფრო, ჩვენი ქვეყნის ისეთ ღირსეულ შვილს, როგორიც ნონა გაფრინდაშვილია. ჩვენ არ გვინდა ისეთ საქართველოში ცხოვრება, რომლის ხელისუფლებაც საზოგადოებაში ღირსეული, ავტორიტეტული, პროფესიონალი ადამიანებისადმი უპატივცემულობას ნერგავს. ასეთი საზოგადოება ხელისუფლებისთვის მარტივად სამართავია, ასეთი საზოგადოების დაშინება და მოსყიდვა ადვილია, ასეთი საზოგადოება სჭირდება ხელისუფლებას რეჟიმის გასაძლირებლად. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს ჩვენი გადაგვარება ფასეულობების არმქონე, მორჩილ და დაშინებულ საზოგადოებად“, – ნათქვამია განცხადებაში.