პუბლიკაციები
საქინფორმი: პარკინგი, სპორტდარბაზი და რესტორანი - ეკლესიის ნაცვლად, ანუ დასავლური ფასეულობები - ევროქართველებისთვის

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. სულ რაღაც ერთი კვირის წინ საქართველოს მთავარი ევროპელი - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - პარლამენტში ანგარიშის დასაწყისშივე დასცინოდა "ჩამორჩენილ ქართველებს" - მათ, ვინც სასწრაფოდ მოითხოვა ავიამიმოსვლის ჩაკეტვა იტალიასთან. ევროპაში თავისუფალი გადაადგილება ჩვენი დემოკრატიის მთავარი მიღწევაა!” - სისულელებს ბოდავდა ტრიბუნიდან ქალი, რომელსაც ტვინის ნაცვლად ჩალა უდევს. და მერე რა?! – „მწიფე“ ასაკში მან პირველად ნახა თავისი ისტორიული სამშობლო, სადაც ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნეს, შემდეგ კი პრეზიდენტად! სინამდვილეში, ზურაბიშვილს საქართველოსა და ქართველების იმიჯი კი არ აღელვებდა, არამედ ეშინოდა, რომ საზღვრების ჩაკეტვის შემთხვევაში მეტად ვეღარ შეძლებდა სახელმწიფო სახსრებით ევროპაში სეირნობას, მათ შორის, თავის სახლში - საფრანგეთში ჩაფრენას!

იტალიასთან საჰაერო მიმოსვლა კი მაინც შეწყვიტეს, თუმცა დაგვიანებით - როდესაც წინა კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულების უმრავლესობას იტალიიდან ჩამოვიდა და არცერთი - ჩინეთიდან! აქ ჩვენი „ფრანცუჟენკა“ საბოლოოდ მიხვდა, რომ დემოკრატია, როგორც იოსელიანი ამბობდა, ლობიოს ჭამა არ არაა” და გააუქმა სამუშაო ვიზიტები ბულგარეთში, უკრაინასა და ბელგიაში (როგორ განჭვრიტა ცხონებულმა ჯაბამ, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ეყოლებოდა ლობიოს მოყვარე პრეზიდენტი, რისთვისაც მას თბილისელებმა „სალობე“ შეარქვეს?!).

აი თქვენ კიდევ - საფრანგეთისა და დემოკრატიის შესახებ: პირველ სამ ფოტოში ხედავთ, თუ როგორ გამოდევნის ეკლესიიდან უხეში ძალის გამოყენებით საფრანგეთის პოლიცია სასულიერო პირებსა და მრევლს, რათა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, გაანადგურონ ეს ტაძარი და მის ადგილზე ავტოსადგომი ააშენონ!

ქვემოთ, დანარჩენ ფოტოებზე, ევროქართველებს შეუძლიათ სიამოვნებით დაათვალიერონ, თუ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში როგორ არის განთავსებული ეკლესიებში: დიდ ბრიტანეი - სპორტული ინვენტარის გაქირავება - მანჩესტერის საკათედრო ტაძარში, ხოლო ბრისტოლში, წმინდა პავლეს ტაძარში - სპორტული დარბაზი; წიგნების მაღაზია და ქალთა ტანსაცმლის მაღაზია - ნიდერლანდებში, იქვე, მაასტრიხტში ... რესტორანი!

 

საქინფორმის რედაქცი