უცხოეთი
თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებული უახლოეს წარსულში ევროპაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, პაციენტი სრულ იზოლაციაში იყო.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსი საზოგადოებაში არ გავრცელდება, რადგან ამისთვის შესაბამის ზომებს იღებენ.

1tv.ge