აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8463 ლარი გახდა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8463 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8463 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7963 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0500 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2274 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.1931 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0343 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.