უცხოეთი
ვლადიმერ პუტინი 2024 წლის არჩევნებისთვის საპრეზიდენტო ვადების განულებას მხარს უჭერს, რაც კენჭისყრის უფლებას მისცემს

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის არჩევნებისთვის საპრეზიდენტო ვადების განულების ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო დუმაში გამოსვლის დროს გააკეთა. მისი თქმით, მომდევნო არჩევნებისთვის საპრეზიდენტო ვადების განულება შესაძლებელია, თუმცა შესაბამის ცვლილებას საკონსტიტუციო სასმართლომ უნდა დაუჭიროს მხარი.

იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო ვადები განულდება, მაშინ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება.

თავის გამოსვლაში პუტინმა თქვა, რომ „რუსეთს ძლიერი საპრეზიდენტო ვერტიკალი სჭირდება, რათა ქვეყნის სტაბილურობა უზურნველყოფილი იყოს“.

ამავე გამოსვლის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ალტერნატიული სახელმწიფოებრივი მოწყობის დანერგვა, ისეთის, როგორიცაა საპარლამენტო რესპუბლიკა, განვითარების ამ ეტაპზე რუსეთში დაუშვებელია“.

ამავე გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა არ დაუჭირა მხარი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივას. ის ასევე არ დაეთანხმა წინადადებას, რომელიც რუსეთში საპრეზიდენტო ვადების რაოდენობის ლიმიტის გაუქმებას ითვალისწინებდა. პუტინი ასევე არ დაეთანხმა დეპუტატების ინიციატივას, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს ან უშიშროების საბჭოს უფლებამოსლების გაფართოებას ითვალისწინებდა.

1tv.ge