უცხოეთი
ვლადიმერ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონი ორ ფრონტზე თამაშში დაადანაშაულა

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. ვლადიმერ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონი ორ ფრონტზე თამაშში დაადანაშაულა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ვლადიმერ ზელენსკიმ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ძალისხმევით რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით.

„გარდიანთან“ საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშნველოვანია „ნორმანდიული ოთხეულის“ დანარჩენმა ორმა სახელმწიფომ – საფრანგეთმა და გერმანიამ, შესაბამისად ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ.

ინტერვიუს დროს უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების მიზნით მას ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებისთვის თანამშრომლობა შეუძლია. თუმცა ამასთან ერთად აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში პროგრესი არ იქნება, ის მოლაპარაკებებს მიატოვებს.

1tv.ge