უცხოეთი
დონალდ ტრამპი - აშშ მზადაა, ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინოს

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. აშშ მზადაა, ირანს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება აღმოუჩინოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ისლამური რესპუბლიკა შეთავაზებას მიიღებს, ვაშინგტონი თეირანის დასახმარებლად მზადაა.

„ჩვენ შესანიშნავად ვმოქმედებთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თავის საქმე შესანიშნავად ასრულებს. მე დავნიშნე ის ამ ჯგუფის ხელმძღვანელად. ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ექიმები გვყავს. ვეხმარებით ბევრ სხვა ქვეყანას. ჩვენ დავეხმარებოდით ირანსაც, თუ ისინი ამის სურვილს გამოთქვამდნენ. ისინი ძლიერად დაზარალდნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თქვა, რომ ვაშინგტონმა ირანის ხელისუფლებას კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. შესაბამისი ინიციატივა შვეიცარიის მთავრობის მეშვეობით იქნა გადაცემული.

1tv.ge