უცხოეთი
ირანის პარლამენტის 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. ირანის საკანონმდებლო ორგანოს 23 დეპუტატს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პარლამენტის ვიცე-სპიკერ, აბდალრეზა მესრიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეის მდგომარეობით, კორონავირუსზე ტეტის გავლის შემდეგ, 23 დეპუტატს ვირუსი დაუდგინდა“, - აცხადებს მესრი.

კორონავირუსით ირანში უკვე ორი მაღალჩინოსანი დაიღუპა. ვირუსით არიან ინფიცირებული ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და ვიცე-პრეზიდენტიც.

interpressnews.ge