პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: პუტინმა იჩქარა ერდოღანის პატიება...

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ”კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის იმედები, რომ იესო ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს კოროვირუსისგან დაიცავდა, სამწუხაროდ, არ გამართლდა. როგორ აფასებთ ვითარებას საქართველოს მოქალაქეების ინფიცირების რამდენიმე შემთხვევის შემდეგ?“, - ვკითხეთ ჩვენ საქინფორმის მთავარ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს.

   ა. ხ.: საქართველოს პატრიარქმა თქვა სხვა რამეც - რომ კორონავირუსი კაცობრიობას უფალმა სასჯელად გამოუგზავნა ჩვენი ცოდვებისთვის და რომ მეორედ მოსვლის საათი ძალია ახლოა. მაგრამ ქართველებმა კვლავ არ შეისმინეს თავიანთი პატრიარქის, რომელმაც ასევე თქვა, რომ თავისი პატრიარქად მსახურების 42 წლის განმავლობაში ის თავდასხმების სამიზნე იყო. პატრიარქი დედამიწაზე ღვთის ნაცვალია და, სანამ საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ აღირიცხებოდა, მთავრობას ყველა საზღვარი საგულდაგულოდ რომ ჩაეკეტა, ყველაფერი კარგად ჩაივლიდა.

უკვე სამი წელია, რაც მე და „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ყოველ ღონეს ვხმარობთ, რათა მკვეთრად შემცირდეს აღმოსავლეთიდან მიგრანტების - ჩინელებისა და სირიელების, ირანელებისა და ერაყელების, ინდოელებისა და თურქების უკონტროლო შემოდინება. კორონავირუსი მაშინ ჯერ არ არსებობდა - ჩვენ გვეშინოდა ტერორისტების შემოღწევის, და, როგორც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა აჩვენა, არცთუ უმიზეზოდ. შემოვკარით განგაშის ზარებს, რომ ძალიან ბევრი საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და უძრავი ქონება მათ შეისყიდეს კერძო საკუთრებაში, ამის საფუძველზე იღებენ საქართველოს მოქალაქეობას და აქ სამუდამოდ რჩებიან! ჩვენ გავაპროტესტეთ, რომ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან ათასობით გასტარბაიტერი ართმევს სამუშაოს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იძულებული არიან თავად იქცნენ გასტარბაიტერებად რუსეთში, ან ევროპაში ემიგრაციაში წავიდნენ - მოხუცებულების მოსავლელად! აღშფოთებას გამოვხატავდით, რომ აღმოსავლელი სტუმრები თბილისში ხსნიდნენ ასობით ბარსა და სასტუმრო-ბორდელს, სადაც რყვიან და აუპატიურებენ ქართველ ბავშვებს, აჩვევენ მათ ნარკოტიკებს და იღებენ ბავშვთა პორნოში! ჩვენ შევეცადეთ განგვემარტა ხალხისთვის, რომ ეს ტურისტები კი არ არიან, რომლებსაც სიხარულით უნდა შევეგებოთ - საქართველოში მათ მიერ დახარჯულ თითო დოლარზე 100 დოლარი მოდის, რომელიც აქედან მიაქვთ - აგზავნიან თავიანთ სამშობლოში, რაც საქართველოში სავალუტო მასის დეფიციტს ქმნის, რაც, თავის მხრივ, იწვევს ლარის გაუფასურებას. და მართალიც აღმოვჩნდით - როგორც კი ჩვენ შეზღუდეთ საჰაერო მიმოსვლა ირანსა და ჩინეთთან, ლარი შესამჩნევად გამყარდა!

მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ყურად არ იღო გაფრთხილებები არც ზემოდან და არც ჩვენგან, ჩვეულებრივი მოკვდავებისგან, და არასწორ გზას დაადგა: ახლა ჩვენ ვეძებთ ასობით და ათასობით ადამიანს, რომლებთანაც ინფიცირებულებს ჰქონდათ კონტაქტი, რათა ისინი კარანტინში მოვათავსოთ. ეს სრული აბსურდია, რადგანაც საქართველოში არსებული ყველა საავადმყოფოც კი ვერ შეძლებს ასეთი რაოდენობის პაციენტების მიღებას, და თანაც, ისინი ხომ უნდა გადაკეთდეს ბოქსირებულ განყოფილებებად!

თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ აქ საქმე გვაქვს არა იმდენად მედიცინასთან, რამდენადაც ბიზნესთან: ჯერ - "ფრინველის გრიპი", შემდეგ - "ღორის", უზარმაზარი დაფინანსება, გრანტები, აცრები, სპეცაღჭურვილობა, სააფთიაქო ბაზები მყისიერად დაცარიელდა ჩვეულებრივ დროს (ეპიდემიის არარსებობისას) ჩაწოლილი საქონლის - სამედიცინო ნიღბების, ხელთათმანების, სპირტისა და ანტიბიოტიკებისგან. სად არის ახლა ეს “პანდემიები”?! განა მათგან იმდენი ადამიანი დაზარალდა, რამდენიც ინფარქტით, ინსულტითა და კიბოთი დაღუპულა?!

ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს - მაგალითად, პრეზიდენტ ერდოღანს რომ შეესმინა უფალის გაფრთხილება და სირიაში გაჩერებულიყო თურქეთში პირველი მიწისძვრის შემდეგ, მომდევნო მიწისძვრები შეიძლება არც მომხდარიყო... არადა მიწისძვრებისგან იმაზე მეტი თურქეთის მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე თურქი ჯარისკაცები - სირიაში! მაგრამ ერდოღანი უფრო შორს წავიდა - აირჩია ომის დამანგრეველი გზა, სირიის ტრაგედიაზე მკრეხელური გამდიდრება და რუსეთთან კონფრონტაცია. რუსეთთან, რომელმაც მეტისმეტად ნაჩქარევად აპატია ერდოღანს თავისი სამხედრო მფრინავის ჩამოგდება და გააუქმა ეკონომიკური სანქციები თურქეთის წინააღმდეგ, ანუ გადაარჩინა მისი ეკონომიკა! რუსეთთან, რომელმაც თურქეთს თავისი საუკეთესო კომპლექსები «С 400» გადასცა! რუსეთთან, რომლის პრეზიდენტმა - პუტინმა - გადაარჩინა ერდოღანი საშინელი სიკვდილისგან, ტელეფონით გააფრთხილა, რომ პუტჩისტები უკვე დაედევნენ ფრენით! ერდოღანი არ უწამებიათ კადაფის მსგავსად და დღეს ის თურქეთის პრეზიდენტია მხოლოდ პუტინის წყალობით!

ვაიდა თურქს კვალვაც მოუწიოს რუსთან ჩაფრენა მობოდიშებით, როგორც მაშინ - სოჭში, და ისევ "სამუდამო ძმობის" შეფიცვა ...