აქტუალური
სანდრო ბრეგაძე ანდრია ჯღამაიძეს: “გააკეთე ის რაც გითხრა პატრიარქმა”

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. პატრიარქმა ანდრია ჯაღმაიძეს კარებისკენ მიუთითა! ახლა შენ იცოდე ჯაღმაიძე - არც “ალიას” რედაქტორი მანანა გიორგაძე, არც სააგენტო “მთავარის” რედაქტორი ეკა გულუა, არც “თაიმერის” რედაქტორი ბერდია კალანდია არ არის ის ხალხი, რომლებსაც შენი მუქარის, შანტაჟის ან კრიმინალური გარჩევის შეეშინდეს! შენი სიტყვები -“ბერთუბანზე მოლაპარაკებებიც აღარ გვაქვს”- 9 სხვა ჟურნალისტსაც აქვს ჩაწერილი, ასევე გამონათქვამები, სადაც აცხადებ რომ დავითგარეჯის ნაწილი აზერბაიჯანისაა! ეტობა კარგად არ იცნობ არც მანანას, არც ეკას, არც ბერდიას თორემ მათზე მუქარას ვერ გაბედავდი! ჩემი რჩევა იქნება-გააკეთე ის რაც გითხრა პატრიარქმა - ადექი და წადი მონასტერში ცოდვების მოსანანიებლად! - წერს სანდრო ბრეგაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.