პოლიტიკა
ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანას არა ეფექტური, არამედ დეფექტური მთავრობა ჰყავს და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მეთაურობით მთავრობის სრული შემადგენლობით გადაყენება მოითხოვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ექსპერიმენტმა – „საქართველოს ეკონომიკური რეფორმა“ – სრული კრახი განიცადა და ხელისუფლებამ ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა. დღეს უმუშევრობა იზრდება, ფასები კატასტროფულად იმატებს, ინფლაციამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა“, – განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, „მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან დებატებისას ანალიზის, ინიციატივების, კონკრეტული ხედვებისა და პროექტების წარმოდგენისა, უმრავლესობამ ოპოზიცია მაინც არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა“.