უცხოეთი
აშშ-მა რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო, რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იმ პირების ქმედებები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრიან, ასევე რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა, მათ შორის კი ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია, აშშ-სთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს, რის გამოც სანქციები კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსეთს საქნციები 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაუწესა.

interpressnews.ge