საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.