აქტუალური
შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდი შევიდა

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო ხომალდი USS Ross-ი შევიდა. როგორც აშშ-ის საზღვაო სამხედრო ძალების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, გემი შავ ზღვაში დაგეგმილ ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მიზნად ისახავს ზღვის აკვატორიაში რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებას.

სარაკეტო ხომალდმა, USS Ross-მა შავ ზღვაში ტრანზიტი 23 თებერვალს დაიწყო, რათა მიიღოს მონაწილეობა ზღვის აკვატორიაში უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისკენ მიმართულ ოპერაციაში. ოპერაციის მიზანია, მოვახდინოთ ნატო-მოკავშირეებთან და რეგიონულ პარტნიორებთან ერთობლივი საზღვაო სამხედრო პოტენციალისა და მზადყოფნის დემონსტრირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტში განაცხადეს, რომ ამერიკული ხომალდის გადაადგილებას თვალყურს მიადევნებენ.