უცხოეთი
„მათ სინდისზე იყოს, ვინც ეს განცხადებები გააკეთა“ - რუსეთის სგარეო კიბერშეტევის ბრალდებაზე

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. “რუსეთი არ აპირებდა და არც ახლა აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას: – ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო კიბერშეტევაზე ბრალდებებს.

“ეს კომენტარები საქართველოს იმ წარმომადგენლების სინდისზე იყოს, რომლებმაც ისინი გააკეთეს. რუსეთს განზარახვა არ ჰქონია და არც ახლა აქვს საქართველოს საშინაო საქმეებში რაიმე ფორმით ჩარევის,” – უთხრა სააგენტო РИА-ს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განხორციელდა. კერძოდ, კიბერშეტების ობიექტები იყო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სასამართლო სისტემა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდები, სერვერები და დაცვითი სისტემები.

სამინისტროს ინფორმაციით კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვისი სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

netgazeti.ge