საზოგადოება
მერაბიშვილის გადასაწყვეტია, სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა - კალაძე

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილზე საუბრობს.

არ ვიცი, თვითონ რა აქვს გადაწყვეტილი ვანო მერაბიშვილს. თუ სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა, ეს მისი გადასაწყვეტია და მისგან უნდა მოვისმინოთ. თუმცა, ამ ადამიანმა მოიხადა თავისი სასჯელი იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაშიც ბრალი ჰქონდა წარდგენილი და გამოდის უკვე. გააგრძელებს როგორც რიგითი მოქალაქე ცხოვრებას, თუ სად და რა მიმართულებით, ეს მისი გადასაწყვეტია“, - ამბობს კალაძე.

მერაბიშვილი პატიმრობაში 2013 წლიდან იმყოფება. ის სასჯელს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე იხდის. მას პატიმრობის ვადა 2020 წლის 20 თებერვალს ეწურება.