უცხოეთი
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 770-ს მიაღწია

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ჩინეთში, ახალი კორონავირუსით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში კიდევ 105 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1770-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, ვირუსით დაინფიცირების 2048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70548-ს აღწევს. დაინფიცირებული პაციენტებიდან 10 844 სათანადო მკურნალობის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოებიდან გაწერეს.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში დაფიქსირებული შემთხვევების 94 პროცენტზე მეტი ჰუბეის პროვინციაშია გამოვლენილი.

გუშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროვინციაში გადაადგილებაზე კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, გზებზე მოძრაობა აკრძალული აქვს ყველანაირ ავტომობილს. დახურულია პროვინციაში მოქმედი ყველა კომპანია.

interpressnews.ge