საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. „დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ებრძოლოს სექსუალური უმცირესობების დისკრიმინაციას და იამაყოს იმით, რომ გაერთიანებულ სამეფოში ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალიზებულია”, - განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა РИА Новости- ს რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განცხადების ფონზე, რომ სანამ ის სახელმწიფოს სათავეშია, რფ-ში ნომერ პირველი და ნომერი ორი მშობლები არ იქნებიან - იქ იქნებიან დედა და მამა. ეს განცხადება გაკეთდა ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის წინადადებათა მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე.
„დიდი ბრიტანეთი განაგრძობს ლგბტ წარმომადგენელთა უფლებების დაცვას მთელს მსოფლიოში. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ებრძოლონ ლგბტ წარმომადგენელთა დისკრიმინაციას და ხელი შეუწყონ მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის განვითარებას. ჩვენ ვამაყობთ, რომ დიდ ბრიტანეთში ერთსქესიანთა ქორწინება კანონიერი და მისასალმებელია”,- განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.