უცხოეთი
ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი გაერთიანებულ სამეფოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის შვილიშვილი გაერთიანებულ სამეფოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. მისი თქმით, ის ბრიტანეთში მანამდეც ცხოვრობდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

აისულთან ნაზარბაევი სოციალურ ქსელში ოჯახის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.

ის აღიარებს, რომ ყოფილი ნარკოდამოკიდებულია, ჰქონდა მცდელობა კონტაქტზე გასულიყო ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკურ მეტოქესთან.

სოციალური ქსელში სხვადასხვა დროს საუბრობდა რელიგიურ საკითხებზე და ყაზახეთის ელიტის წინააღმდეგ ბრალდებებზე. ამჟამად კი, ნურუსლთანთან და მის მეუღლე დარიგასთან ნაჩხუბარია.

ნურუსლთან ნაზარბაევმა თანამდებობა 30-წლიანი მმართველობის შემდეგ გასულ წელს დატოვა, თუმცა ის ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩება.

1tv.ge