სამართალი
მაშველებმა მესტიაში უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. მესტიაში უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi-2.

უკრაინელი ტურისტი თეთნულდის მწვერვალიდან ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ მოყვა. ტურისტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

სამაშველო სამუშაოები გუშინ, დილით განახლდა და მაშველებმა ზვავში მოყოლილი გარდაცვლილი ტურისტი იპოვეს.

10 თებერვალს მაშველებმა თეთნულდის მწვერვალიდან ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ მოყოლილი ჩეხეთის მოქალაქე გადაარჩინეს. მას ხელების მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას დადებითად აფასებენ.