აქტუალური
გიორგი კვირიკაშვილი გიგი უგულავას დაკავებას მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად აფასებს

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება. გიორგი კვირიკაშვილი ამ ფაქტს მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად აფასებს.

როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მით უმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენციაროგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლადაღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია. ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაშიაქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი დაევროპული საქართველოსპოლიტიკური მრწამსი იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული.

ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე.

მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.