უცხოეთი
აშშ-ის კონტრდაზვერვა ჩინეთსა და რუსეთს მთავარ საფრთხეებს უწოდებს

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. გარდა ამისა, აშშ-სთვის საფრთხის მატარებლად არიან დასახელებული კუბა, ირანი, ჩრდილოეთი კორეა, „ჰესბოლა“, „ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“ და ასევე ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები.

აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ცენტრმა გამოაქვეყნა 2020-2022 წლების ახალი სტრატეგია, რომელშიც რუსეთი და ჩინეთი პირველი რიგის საფრთხეებადაა მოხსენიებული.

„იმ მოთამაშეთა რაოდენობა, რომლებიც შეერთებულ შტატებს უმიზნებენ, იზრდება. რუსეთი და ჩინეთი მთელ მსოფლიოში მოქმედებენ, იყენებენ ეროვნული სიმძლავრის ყველა ინსტრუმენტს შეერთებული შტატების წინააღმდეგ და ფლობენ თანამედროვე დაზვერვითი შესაძლებლობების ფართო სპექტრს“, — ნათქვამია დოკუმენტში. გარდა ამისა, აშშ-სთვის საფრთხის მატარებლად არიან დასახელებული კუბა, ირანი, ჩრდილოეთი კორეა, „ჰესბოლა“, „ისლამური სახელმწიფო“, „ალ-ქაიდა“ და ასევე ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციები.

ამერიკული კონტრდაზვერვის თვალსაზრისით, ეს ქვეყნები და ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ რთულ საშუალებებს, როგორებიცაა: ბიომეტრიული მოწყობილობები, ავტონომიური სისტემები, მაღალი გაფართოების გამოსახულებები, დაკვირვებისა და შიფრირების მექანიზმები და მონაცემთა ანალიზები.

დოკუმენტის ავტორთა აზრით, ყველა ეს საშუალება გამოიყენება აშშ-ის სამინისტროებისა და უწყებების, ლაბორატორიების, საფინანსო სექტორის, სამრეწველო საწარმოების — მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ და კრიზისის შემთხვევაში.

დოკუმენტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის აშშ-ის სამხედრო უპირატესობას, მათ შორის, კოსმოსშიც.

sputnik-georgia.com