სამართალი
ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაკავება, მაგრამ ამ საკითხის მიმართ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება მას ვერ გადაწყვეტს - გია ვოლსკი

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. მე ბავშვები ვიცი, 3-4 კგ ჯართის მოპარვისთვის 5-6 წელი ახეხინეს ციხე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ის წუხს მომხდარზე, თუმცა მისი პერსონალური დამოკიდებულება საკითხს ვერ გადაწყვეტს.

პროკურატურას პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გიგი უგულავამ 50 მლნ მოიპარა და ფიქრობენ, რომ არ დატოვონ ეს საკითხი ისე. აქედან გამომდინარე, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მე ბავშვები ვიცი, 3-4 კგ ჯართის მოპარვისთვსი 5-6 წელი ახეხინეს ციხე. ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაკავება, მაგრამ ამ საკითხის მიმართ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება მას ვერ გადაწყვეტს“, - განაცხადა ვოლსკიმ.