სამართალი
გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. გიგი უგულავა უკვე ე.წ. მატროსოვის ციხეშია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი ე.წ. მატროსოვის ციხეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან გადაიყვანეს.

ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.