რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: აშშ და ევროკავშირი მოითხოვენ, რომ ქართველები ბედნიერი სახეებით დაიხოცონ

      გასული პოლიტიკური კვირა საქართველოში შედარებით მშვიდი იყო: გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოულოდნელად უარი თქვა ხმაურიანად დაანონსებული „მრისხანე“ საპროტესტო აქციების ახალ ტალღაზე, მათ შორის, ორშაბათიდან პარლამენტის პიკეტირებაზე და მხოლოდ რამდენიმე ცალკეული ფლეშმობიშემოიფარგლა (მაგალითად, გენპროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნების წინააღმდეგ); აშშ–დან კი ამ კვირაში ხელისუფლების გამაკრიტიკებელი ახალი წერილები არ მოსულა. სრული სიწყნარე სუფევდა თბილისსა და მოსკოვს შორის, სოხუმთან და ცხინვალთან დაკავშირებითაც ახალი არაფერი მომხდარა.

   ამ ყველაფერზე, ასევე წინასაარჩევნო ბრძოლის შესახებ, რომელიც თანდათან იწყებს გაღვივებას, ჩვენ საუბრეთ საქინფორმის მთავარი რედაქტორს, არნო ხიდირბეგიშვილს.

- ამ ყველაფერში გასაკვირი არაფერია. ჯერ ერთი, ორწლიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ის ახალი ელჩი ჩამოვიდა საქართველოში და სააკაშვილი - ბურჯანაძის ოპოზიციამ არ მოისურვა თავიდანვე დესტრუქციულ რაკურსში წარმოჩენა - კელი დეგნანის შეხვედრა მიტინგებით. როგორც ველოდი, ამ ენერგიული მისის ბექგრაუნდის ფონსა და მასზე დაკისრებული მისიის გათვალისწინებით, გასული არასრული კვირის განმავლობაში მან მოახერხა საქართველოს ხელისუფლების ყველა ხელმძღვანელის გაცნობა, დასრულა რა თავისი შეხვედრები კათოლიკოს-პატრიარქ ილია II- სა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან სასახლეში აუდიენციებით, ანუ საქართველოს სულიერ და პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებით.

ის გარემოება კი, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა ჩვენი ხელისუფლების კრიტიკა შეწყვიტეს, გამოწვეულია იმით, რომ გასულ კვირას მათ ვაშინგტონში ესტუმრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პარლამენტის სპიკერი, რომლებმაც „კუბოს ფიცრამდე“ მეგობრობის შეფიცვასთან ერთად, განუმარტეს, რომ სინამდვილეში - ყველაფერი ისე ცუდად როდია, როგორც ამას ოპოზიცია ხატავს.

-დიდხანს გაგრძელდება კი სიმშვიდე? ხელისუფლება ხომ არ აპირებს ოპოზიციისდა ამერიკელების ძირითადი ოთხი მოთხოვნის შესრულებას, კერძოდ: ”სასამართლო სისტემის რეფორმირებას”, ანუ ოპოზიციის მიმართ ლოიალური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას; ”საარჩევნო სისტემის რეფორმირებას”, ანუ საპარლამენტარჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარებას; ”საქართველოში ამერიკული ბიზნესის შევიწროების შეწყვეტას”, კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლებას; და ”მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის განეიტრალებას”, როგორც ეს მითითებულია ევროკავშირის მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებულ მე-4 ანგარიშში „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ”, ანუ გაერთიანებულ ოპოზიციასთან შერიგებას, მის კონსტრუქციულ მოწინააღმდეგეაღიარებასდა მისი ზოგიერთი ლიდერის წინააღმდეგ საქმების წარმოების შეწყვეტას.

- როგორც ყოველთვის, აშშ და ევროპა თავს არ იწუხებენ რეალურ ვითარებაში სიღრმისეულად წვდომით და მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს ზუსტად ისე, როგორც ეს ოპოზიციას სურს. ასე იყო 2003 წელსაც, როდესაც ხელისუფლებაში სააკაშვილი მოიყვანეს, ასე იყო 2012 წელსაც, როდესაც სააკაშვილი "ჩააჩოჩეს", თუმცა შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელისუფლება სულაც არ იყო პრორუსული. ახლა, იმისათვის, რომ მათი ბედი არ გაიზიარონ, ივანიშვილის პროდასავლურმა ხელისუფლებამ უცხო ქვეყნებს უნდა მისცეს გარანტიები, რომლებსაც უკვე დაჰპირდა გაერთიანებული ოპოზიციაც და პირადად სააკაშვილიც ხელისუფლებაში მათი დაბრუნების შემთხვევაში. ანუ, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს აშშ: 1 - რომ რუსეთი არასოდეს დაბრუნდება საქართველოში; 2 - რომ აშშ–ის სამხედრო ბაზის გახსნას საქართველოში, მაგალითად - სამხედრო-საზღვაო ბაზისა ანაკლიაში, ვერაფერი დააბრკოლებს. ტყუილად როდი მუშაობდა საქართველოში მის დანიშვნამდე ამერიკის ახალი ელჩი -”მეზღვაური” კელი დეგნანი ევროპაში აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკურ მრჩევლად!

  (აი რატომ ხსნის სააკაშვილი 1 მარტიდან გაერთიანებულ წინასაარჩევნო შტაბს მისი სახელობის ბიბლიოთეკის შენობაში, თბილისის მერიიდან ორ ნაბიჯში! 7 წლის განმავლობაში, 2012 წლიდან, მე წარუმატებლად ვთხოვდი ხელისუფლებას ამ სირცხვილის ბუდის ლიკვიდაციას - შენობისა, რომლის ფასადსაც სისხლის სამართლის დამნაშავის სახელი ამკობს, მაგრამ ხელისუფლება, როგორც ჩანს, დაინტერესებულია, რომ საფრთხობელა მიშა მუდმივად ჩანდეს ქართულ პოლიტიკაში ...)

   მაშ ასე, რუსული გავლენა და ამერიკული სამხედრო ბაზა - აი სად არის „ძაღლის თავი დამარხული", ხოლო რეფორმები, "გერმანულ-ავღანური საარჩევნო მოდელი" და სხვა აბსურდული მოთხოვნები მხოლოდ თავის მოსაკატუნებლადაა! ჩვენმა დასავლელმა კურატორებმა მშვენივრად იციან, რომ მათი მოთხოვნების შესრულება შეუძლებელია -  რომ მოსამართლეები უკვე დანიშნული არიან და მათი ხელახლა დანიშვნის ნებას კონსტიტუცია არ იძლევა, რომელიც ასევე არ იძლევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საშუალებას ნებისმიერი სხვა სისტემით, გარდა მაჟორიტარულ-პროპორციულისა; რომ ანაკლიის კონსორციუმი გასკდა, რადგან გაკოტრდა და ვერ შეძლო სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება - საქართველოს წინაშე, რომელმაც ავანტიურისტებს რამდენჯერმე მისცა გადახდის გადავადების საშუალება; და რომ შეუძლებელია საქართველოში "პოლიტიკური პოლარიზაციის" გადალახვა, რადგან საქართველოში ხელისუფლება და ოპოზიცია მშვიდობიანად ვერ თანაარსებობენ! შარშანწინ მმართველმა პარტიამ ოფიციალურად უარი თქვა კოჰაბიტაციის პოლიტიკაზე, რადგან მან ვერ გაამართლა და რაღაც არ მახსოვს, რომ დასავლეთს ამის გამო განგაში აეტეხა!

- გამოდის, რომ ეს საკითხი მოგვარდა, რადგან მეტ-ნაკლებმა სიმშვიდემ დაისადგურა? ესე იგი, აშშ-მა უკვე მიიღო გარანტიები, რომ საქართველო არ გახდება პრორუსული და, რომ აქ, საჭიროების შემთხვევაში, გახსნიან ამერიკულ სამხედრო ბაზას?

- თუ შენიშნეთ, ყველა პრეს–რელიზი აშშ–ის ახალი ელჩის შეხვედრებთან დაკავშირებით - პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პატრიარქთან და „ქართული ოცნების“ სპიკერთან - იყო მწირი და საერთო ფრაზებით წყლის ორი წვეთივით ჰგავდა ერთმანეთს. რაც საპირისპიროზე მეტყველებს - რომ ძირითადი საკითხები იქ განიხილებოდა ყოველგვარი ცრუ მოკრძალების გარეშე და ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, საიდუმლო უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის. მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ამერიკელებს, რადგან აშშ რუსეთი არ გეგონოთ, რომ მისი დაუსჯელად ლანძღვა-გინება შეიძლებოდეს დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში!

     რაც შეეხება რუსეთს, საქმე ისაა, რომ ქართველი პოლიტიკოსები ალბათ ერთადერთი არიან, ვისაც ასე ძალიან არ უყვართ თავიანთი ხალხი და სამშობლო. ალბათ, ასევე, უკრაინელ პოლიტიკოსებსაც. ქართული პოლიტისტებლიშმენტის - პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების, პიარ-დეპარტამენტებისა და ჟურნალისტების -  უკიდურესად დაბალი ინტელექტუალური დონის მიუხედავად არ შეიძლება მათ არ ესმოდეთ, რომ საქართველო, არაფრით არ შეიძლება იყოს პროამერიკული, პრორუსული ან პროევროპული - პროარანაირი! საქართველო არის დაღუპვის პირას მყოფი სახელმწიფო, ისევე როგორც უკრაინა, რომელმაც ე.წ. ”დამოუკიდებლობის” მიღწევის შემდეგ, ვერ შეძლო საკუთარი სახელმწიფოებრივი კონცეფციის ჩამოაყალიბა და, ამიტომ, დღეს გადარჩენის ერთადერთი შანსი აქვს, თუ მისი ხელმძღვანელობა მოითხოვს ”პურს ჩვენი არსობისა დღეს”. ანუ, დღევანდელი დღით იცხოვრებს, მომავლის იდიოტური გეგმების გარეშე, რომლებსაც ახდენა არასოდეს უწერიათ! ”რა არის მომგებიანი ჩემი სამშობლო - საქართველოსთვის?” - აი შეკითხვა, რომელსაც უმაღლესი სახელმწიფო მოხელეები ყოველ დღე და ყოველ საათს უნდა უსვამდნენ საკუთარ თავს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას და შესაბამისადაც მოქმედებდნენ!

ამის ნაცვლად საქართველოში მარაზმი გრძელდება - ოპოზიციაზე მომუშავე ტელევიზიები და ჟურნალისტები ცილს სწამებენ და ნათლავენ ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ გახარიასა და ბევრ სხვა ცნობილ ქართველს პუტინის აგენტებად, რასაც თუთიყუშებივით იმეორებენ მოსყიდული კონგრესმენები. გამძლეობა ყველას როდი ჰყოფნის - იმისათვის, რომ ამერიკელებს საპირისპირო დაუმტკიცონ, ისინი  იმართლებენ თავს და შეშინებულები აკეთებენ რუსოფობიურ განცხადებებს, რითაც საბოლოოდ იღუპავენ თავს სალხის თვალში! ნამდვილი ქართველები პატივს სცემენ ღირსეულ მტრებს, მაგრამ სძულთ მოღალატეები და პოლიტიკური მეძავები, რომლებიც თავიანთ შეხედულებებს იცვლიან და უახლოეს თანამებრძოლებს ღალატობენ კარიერის გულისთვის. თავის მართლება კი, განსაკუთრებით დამნაშავეების წინაშე, ყოველთვის წამგებიანია, მიუხედავად იმისა, რომ გვარამიას არხის თავხედი ტელეწამყვანები უკვე იქამდე დაეცნენ, რომ ხალხს სახლებში უვარდებიან...

- ისევ ჯადოქრებზე ნადირობა?!” ეს ხომ მებრძოლი პროვინციალიზმია, ეს ხომ ჩვენ უკვე გავიარეთ ბნელ 90-იანებში და შემდეგ, სააკაშვილის ჯალათების დროსაც, რომლებმაც სიკვდილამდე აწამეს პოლკოვნიკთეთრაძე, მაგრამ ვერ ამოგლიჯეს ჯაშუშობის ყალბი აღიარება რუსეთის სასარგებლოდ?! რატომ არის დღეს ეს კვლავაც აქტუალური?!

- ელემენტალურია. ინსტიტუციურ და დემოკრატიულ რეფორმებზე საუბრისას დასავლეთს გამორჩა მთავარი - საზოგადოების რეფორმა. ჩვნი საზოგადოების, რომელიც მკვეთრად გადაგვარდა პოსტსაბჭოთა წლებში! დიახ, დღეს ქართული საზოგადოება შეუდარებლად უარესია, ვიდრე სსრკ-ის დროს, სადაც ადამიანი მართლაც იყო ადამიანის მეგობარი და არა მგელი! დღეს ხალხი გაბოროტებული, ცინიკური და უკულტუროა, ნებისმიერ უკიდურესობაზე წამსვლელი ყვეკაზე უმნიშვნელო მიზეზით! თანაც, უმუშევრები ვერ ხედავენ ვერავითარ გამოსავალს, ხოლო შიმშილი მწარეა, ესე იგი, ლუკმა-პურისთვის მათით მანიპულირება ადვილია! მაგრამ ახალგაზრდებმა არ იციან, რომ საბჭოთა კავშირის დროს უმუშევრობა არ ყოფილა! ხოლო საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციიდან 20 წლის განმავლობაში ახალგაზრდებს უნერგავდნენ, რომ რუსები აგრესორები და ოკუპანტები, ალკოჰოლიკები და  ერთგვარი ვიკინგები არიან, რომლებიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ქართველებს სისხლს წოვდნენ! ხოლო დასავლეთი, მათი თქმით, დემოკრატიის, უდარდელი ცხოვრებისა და ცივილიზაციის ეტალონია, რომლის ცენტრშიც დგას ინდივიდი თავისი განუმეორებელი მსოფლხედვით. რომ მათი მშობლები მონები და საბჭოეთის გადმონაშთები არიან, ამიტომ იმსახურებენ არა პატივისცემას, არამედ ზიზღს, საუკეთესო შემთხვევაში - სიბრალულს!

და აი დღეს ეს თაობა მოდის ხელისუფლებაში, ხოლო უფროსი თაობა - მიდის. მაშ, რას მოვითხოვთ სააკაშვილისა და სოროსის მიერ რუსებისადმი სიძულვილში აღმოცენებული თაობისგან, რომლებმაც რუსული არ იციან და პუშკინის, ლერმონტოვისა და დოსტოევსკისა არაფერი წაუკითხავთ?! რუსეთმა, თავის მხრივ, ხელი შეუწყო იმას, რომ რუსი და ქართველი ახალგაზრდები არ შეხვედროდნენ ერთმანეთს, არ გაეცნოთ ერთმანეთი, ვერ გამოენახათ საერთო ენა ...

- გამოდის, რუსული ენის ცოდნა არ გვინდა, მაგრამ რუსი ტურისტები გვინდა?

- იცით, სინამდვილეში არსებობს, ორი საქართველო - რეალური და ვირტუალური. რეალური საქართველო რუსეთთან მეგობრულად ცხოვრობს, რუსი ბიზნესმენები და ინვესტორები დიდი ხანია აქ წარმატებით მუშაობენ, აქ ჩამოდიან რუსი ტურისტები და ფულადი გზავნილებიც მოდის. რეალურ საქართველოს თავისი პროდუქტი რუსეთში გააქვს და ეს ერთობლიობაში მილიარდობით დოლარს შეადგენს, და ყველა ჩამოთვლილი პუნქტით რუსეთი ლიდერობს, როგორც საქართველოს მთავარი პარტნიორი. უფრო მეტიც, რეალურ საქართველოში ნარჩუნდება აქტიური კავშირები ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის, ადამიანები ჩადიან ერთმანეთთან, ქმნიან შერეულ ოჯახებს, ვაჭრობენ და მკურნალობენ. დღეს, რიგი ცნობილი მიზეზების გამო, თბილისს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დაარეგულიროს ურთიერთობები ცხინვალსა და სოხუმთან, მე მაქვს უამრავი ინფორმაცია, რომ იქ ნამდვილად ძალიან უნდათ ეს, მაგრამ ჩვენ ამ შესაძლებლობას კვლავ ხელიდან ვუშვებთ, როგორც ეს ბაღაფშისა და ანქვაბის დროს ხდებოდა.

მეორე საქართველო ვირტუალურია, აქ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკაა. აქ არ აწარმოებენ მატერიალურ პროდუქტს, არ ვაჭრობენ, არ ინტერესდებიან ეროვნული ვალუტის კურსით, ინფლაციითა და სამუშაო ადგილების შექმნით. ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც აქ აწარმოებენ, ეს ”დასავლური პრინციპებია” საქართველოსთვის, რათა იგი შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს. ”არა მხოლოდ პურითა ჩვენითა” -  ჩვენ თურმე ბედნიერები უნდა ვიყოთ მხოლოდ იმითაც, რომ „გვაზიარეს“ „მოწინავე ევროატლანტიკურ ფასეულობებს”, ამიტომ ვალდებული ვართ, შიმშილითა და სიცივით დახოცვისასაც მადლიერი ღიმილი გვეფინოს სახეებზე!

აი ასე ვცხოვრობთ ორ საქართველოში ერთდროულად...

ესაუბრა მაია ჯავახიშვილ
საქინფორმი,
2020 წლის 10 თებერვალი,
საქართველო, თბილისი