უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - ჩვენთვის მთავარია, რომ აშშ-ში შეწყვიტონ რუსეთის, როგორც მთავარი საფრთხობელის და დემონის მოხსენიება

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. კრემლს იმედი აქვს, რომ აშშ შეწყვეტს რუსეთის დემონიზირებას და მის „მთავარ საფრთხობელად“ გამოყენებას. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ აშშ-ში ყველა შიდაპოლიტიკურ და საარჩევნო ბრძოლაში შეწყვიტონ რუსეთის, როგორც მთავარი საფრთხობელის და მთავარი დემონის მოხსენიება. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“,-განაცხადა პესკოვმა.

მას შეკითხვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურაზეც დაუსვეს. პესკოვის თქმით, რუსეთს „ტრადიციულად მიაჩნია, რომ აშშ-ის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს“.

interpressnews.ge