აქტუალური
სენატორებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სენატორებთან, ჯინ შაჰინთან და ჯეიმს რიშთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მინისტრი შეხვედრას შესანიშნავს უწოდებს.

შესანიშნავი შეხვედრა და აზრთა გაცვლა მქონდა საქართველოს დიდ მეგობრებთან – სენატორ შაჰინთან და სენატორ რიშთან. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსისადმი, ასევე ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისადმი მათი მხარდაჭერის გაგრძელებას“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერში“.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ზალკალიანი, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სენატორებს, ჯინ შაჰინსა და ჯეიმს რიშს შეხვდა.