უცხოეთი
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. მშვიდობა და უსაფრთხოება პლანეტაზე დამოკიდებულია რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებზე, მათ სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა.
მისივე თქმით, ორი ქვეყნის თანამშრომლობის კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნება არა მხოლოდ აშშ-ს და რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.
„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპებს, სუვერენიტეტის პატივისცემას და ერთმანეთის საშინაო საქმეებში არჩარევას“,-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.