აქტუალური
თითქმის 20 წელია საქართველო ადასტურებს თავის მისწრაფებას ტრანსატლანტიკური საზოგადოებისკენ - Heritage Foundation

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკული კონსერვატიული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდი“ (The Heritage Foundation) წერს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას უნდა უბიძგოს, მოძებნოს ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტის ასაშენებლად.

2020 წლის 31 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში — ხუთი პრიორიტეტი აშშ-საქართველოს 2020 წლის ურთიერთობაში“ — ავტორი, „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი ალექსის მრაჩეკი, წერს:

აშშ-მა უნდა უბიძგოს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს ახალი ინვესტორი [პორტის ასაშენებლად]. საქართველოს სჭირდება ეს პორტი. ის ქვეყნის აუთვისებელი ლოჯისტიკური პოტენციალის დიდ ნაწილს გამოაჩენს და საქართველო რუკაზე უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ეს ქვეყანას ეკონომიკურად და პოლიტიკურად დაეხმარება. ასევ,ანაკლიის პორტი გააღრმავებს აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას“.

ავტორის რეკომენდაციით, კონგრესმა და ადმინისტრაციამ უნდა მოუწოდონ საქართველოს, იპოვოს ახალი ინვესტორი ანაკლიის პორტისათვის, ხელახლა შევიდეს პროექტში, და შეინარჩუნოს პროექტის დასრულებამდე“.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქართულ-ამერიკულ გაერთიანებას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელიც პორტს აშენებდა, 2020 წლის 9 იანვარს გაუწყვიტა კონტრაქტი. პორტის მშენებლობა შეწყდა.