უცხოეთი
ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰუა ჩუნინის განცხადებით, აშშ-ის ქმედებებმა შესაძლოა მხოლოდ შიშის შექმნასა და ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი. ჩინეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ვაშინგტონს არსებითი დახმარება არ აღმოუჩენია და ქვეყანაში ჩინეთის მოქალაქეების შესვლის აკრძალვა მხოლოდ უარყოფითი ეფექტის მატარებელია.

23 იანვარს, აშშ-ის ხელისუფლებამ ხუბეის პროვინციიდან დიპლომატების ნაწილობრივი გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა ჩინეთიდან დიპლომატების ოჯახების 21 წლამდე ასაკის მქონე ადამიანების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-მა ასევე გადაწყვიტა, უარი უთხრას ნებისმიერ უცხოელს ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ.

1tv.ge