უცხოეთი
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი პუტინს: გზაზე არ გადაგვეღობოთ

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა პროვინცია იდლიბში თურქული არმიის დაბომბვის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა და რუსეთს მოუწოდა, სირიაში მიმდინარე ოპერაციებისთვის ხელი არ შეეშალა.

„ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები რუს კოლეგებთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან.

თუ ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს, მე თავად ვეტყვი ჩემს კოლეგას, თუ როგორ მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით.

ჩვენ რუს კოლეგებს უკვე გავუგზავნეთ სიგნალი, რომ გზაზე არ გადაგვეღობონ“, - განაცხადა რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

ცნობისთვის ცოტა ხნის წინ, თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის მთავრობის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების დროს იდლიბში 4 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დახმარებით, ბაშარ ალ ასადის რეჟიმი, იდლიბის პროვინციაზე, რომელიც ქვეყანაში აჯანყებულების გამაგრების უკანასკნელ ადგილს წარმოადგენს, გადამწყვეტ დარტყმებს ახორციელებს. მედიის ცნობით, ძალებმა უკვე მოახერხეს პროვინციის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის და სოფლების აღება.

რამდენიმე დღის წინ, თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ასადის რეჟიმი და მოსკოვი გააფრთხილა, რომ იდლიბში ვითარება თუ არ დასტაბილურდებოდა, ანკარა უმოქმედოდ არ დარჩებოდა და ყველა ზომას მიმართავდა, მათ შორის სამხედრო ძალასაც.

qartuliazri.reportiori.ge