პოლიტიკა
ერდოღანმა ძალიან გაუტია, მიწისძვრა თურქეთისთვის გაფრთხილება იყო - საქინფორმი მკითხველთა შეკითხვებს პასუხობს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. თურქეთის პრეზიდენტმა ტაიიპ ერდოღანმა კვლავ განაცხადა, რომ ანკარა არ ცნობს ყირიმის რუსეთთან გაერთიანებას და გააგრძელებს ყირიმელი თათრების მდგომარეობისთვის თვალყურის დევნებას.

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის უკანონო ანექსიას. ყირიმელი თათრები უკრაინასთან ჩვენი მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელოვანი ასპექტია და ჩვენ ვაგრძელებთ მათი მდგომარეობისთვის თვალყურის დევნებას”, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს უკრაინაში ვიზიტად გაფრენამდე. უწინ მედია წერდა, რომ შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეები დადებენ ხელშეკრულებას თურქეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენის შესახებ, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით.

საქინფორმის მკითხველები სვამენ კითხვას: რატომაა, რომ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსეთოკუპანტი უწოდა, ამას მაშინვე მოჰყვა პრეზიდენტი პუტინის განკარგულება საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, ხოლო როდესაც პრეზიდენტი ერდოღანი იმავეს ამბობს, რუსეთი რატომღაც არ სჯის თურქეთს?

საქინფორმი მკითხველს ეთანხმება იმ ნაწილში, რომ ყირიმის ანექსიის აღიარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის აღიარების თანაბარმნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რაც თურქეთისთვის ნებადართულია, არ არის ნებადართული საქართველოსთვის. თურქეთი, ბელორუსია და დაღუპვის პირას მყოფი უკრაინაც კი, საქართველოზე გაცილებით დიდი, რუსეთთან, მათთვის და ევროკავშირისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირებით დაკავშირებული სახელმწიფოებია, ამიტომ რუსეთი დიპლომატიური მოთმინებით ეპყრობა ერდოღანის, ლუკაშენკოსა და ზელენსკის გამოხტომებს, საქართველოსგან კი მეტ დემარშებს აღარ მოითმენს - "გავრილოვის ღამის" შემდეგ პუტინის მოთმინების ლიმიტი, როგორც ჩანს, ამოიწურა ...

სხვა საკითხია, რომ ერდოღანს ძალიან მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდა, ეს კი პრეზიდენტს არ ეგების და მისთვის უკუჩვენებას წარმოადგენს. ჯერ კიდევ გუშინ იგი მარადიულ ერთგულებას ეფიცებოდა პუტინს, გიულენის სამხედრო პუტჩის დროს გადარჩენისთვის (გამაფრთხილებელი ზარი) მადლიერების ნიშნად. ჯერ კიდევ გუშინ თავზე ნაცარს იყრიდა და იბოდიშებდა ჩამოგდებული რუსი მფრინავის გამო. და მოსკოვმაც ნაადრევად აპატია - გაუუქმა სავაჭრო და ტურისტული ემბარგო, მიჰყიდა C-400 და გახსნა „თურქული ნაკადი“. მაგრამ თურქეთის პრეზიდენტმა, რომელმაც ნახევარი ქვეყანა ციხეში ჩასვა, როგორც ჩანს, გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი ძალები - სირიაში "ხულიგნობა" დაიწყო და კეთილისმყოფელი რუსეთიც კი ყირიმის ანექსიაში დაადანაშაულა. (სხვათა შორის, ბოლო ხანს ერდოღანს ერთი დღე არ გამოუტოვებია, რომ აშშ არ ელანძღა!). როგორც ჩანს, ერდოღანს ბოლოდროინდელმა გაკვეთილებმა ვერაფერი ასწავლა, და საშინელმა მიწისძვრამაც კი, რაც ზემოდან გაფრთხილებას (ან ტექტონიკურ იარაღს) წარმოადგენდა, ყურადღება ვერ გაამახვილებინა...