რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოსა და აშშ-ს საერთო ღირებულებები არ გააჩნია

   თითქმის ყოველდღიურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გეორგი გახარიას სახელზე მოდის ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების წერილები, საქართველოს ხელისუფლების მკაცრი კრიტიკით (იხ. 11 ფოტო - ჩამოთვლილია რიგის მიხედვით). პიტ ოლსონი და ბრაიან ბაბინი, აშშ-ს კონგრესში „საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის“ თანათავმჯდომარეები ადამ კინსინერი და ჯერალდ კონოლი, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენჯელი და ამავე კომიტეტის წევრი, მაიკლ მაკკოლი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმრიში და იმავე კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი, მარკუინ ლინი, როჯერ იკერი და უილ ჰარდი ადანაშაულებენ მთავრობას, პარლამენტს, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიმაში, თითქოსდა საქართველომ გადაუხვია დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პლატფორმას:

- სასამართლო რეფორმაზე უარის თქმაში - ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი უზენაესი სასამართლოს14 მოსამართლის დანიშვნაში;

- საარჩევნო სისტემის რეფორმირებაზე უარის თქმაში - პროპორციული სისტემით მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში;

- პოლიტიკური მოტივებით ოპოზიციის დევნაში და "ჯერ კიდევ მშვიდობიანი" მასობრივი დემონსტრაციების ძალადობრივი ჩახშობის მიზნით ძალის გამოყენებაში ("გავრილოვის ღამე");

- Facebook– ზე ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელი ექაუნთების შექმნაში;

- საქართველოდან ამერიკელი ინვესტორების გაძევებაში, რომლებზეც ხორციელდებოდა პოლიტიკური წნეხი („ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“), ამერიკული ბიზნესის ინტერესების შევიწროებაში, ამერიკული კომპანიების ქონების ქონების ექსპროპრიაციის მიზნით („Frontera Resources“).

     წერილების ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ, რომ საქართველო უწინდებურად სოლიდარულია აშშ-ის საერთო ღირებულებებთან” და აცხადებენ, რომ ამგვარი ქმედებები კარს უხსნის რუსული ჩარევას ქვეყანასა და მთელ რეგიონში”; ისინი საქართველოს მთავრობას - კორუმპირებულს, ხოლო ივანიშვილს - პუტინის მარიონეტ უწოდებენ, რომლებიც საქართველოში რუსულ ინტერესებს ატარებენ. ამერიკელი კანონმდებლები ღიად აყენებენ ულტიმატუმს - აქაოდა, თუ, საქართველოს ხელისუფლება არ ითანამშრომლებს საქართველოში აშშ–ის ახალჩამოსულ ელჩთან, ანუ განუხრელად არ შეასრულებენ კელი დეგანის მითითებებს, აშშ იძულებული გახდება უარი თქვას საქართველოსთან პარტნიორობაზე და მის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში შეტანილ კანონს „საქართველოში სამართლიანი საქმიანი პრაქტიკის შესახებ". უფრო მეტიც, ისინი იმუქრებიან, რომ საქართველოში საპროტესტო მოძრაობას, ანუ გაერთიანებულ ოპოზიციას, აღმოუჩენენ ამერიკულ მხარდაჭერა, რაც მას ასე ძალიან სჭირდება”.

არა, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ამ დაკვეთილი PR-კამპანიის ორგანიზატორები არიან გაერთიანებული ოპოზიციის უპირობო ლიდერი მიხილ სააკაშვილი და მისი ბიძა, ჯაშუში თემურ ალასანია, რომელიც უშუალოდ უნაწილებს ფულს ამერიკელ ლობისტებს. მაგრამ რატომ არის, რომ ვაშინგტონი უკვე თავსაც აღარ იწუხებს იმის დასამალავად, რომ აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლებას, რასაც მოწმობს ზემოხსენებული საჯარო წერილები კაპიტოლიუმიდან? უფრო მეტიც, წერილებში ხელისუფლების შეცვლისკენ მოწოდებები წარმოადგენს უხეშ ჩარევას დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში - ქმედებას, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებით სჯება საქართველოს კონსტიტუციით! და რაც მთავარია: ვთქვათ, მეც არა ვარ აღფრთოვანებული "ქართული ოცნების" ხელისუფლებით, მაგრამ განა შეძლებყველა ბრალდების ფეიკებზე აგება?! მაღალჩინოსანი ამერიკელების წერილები ხომ სხვა არაფერია, თუ არა თბილისიდან გაერთიანებული ოპოზიციის ყალბი დასმენების გადმოცემა!

თუმცა, რა არის აქ გასაკვირი? განა აშშ-მა არ შექმნა ფეიკი ერაყში ქიმიური იარაღის არსებობის შესახებ და, ვითომდა, ამის გამო დაიწყო ომი მის წინააღმდეგ? განა არ გამოიგონა აშშ-მა ფეიკი, რომ გენერალი სულეიმანი გეგმავდა ტერაქტებს ამერიკის საელჩოების წინააღმდეგ და თითქოსდა, ამ მიზეზით მოკლეს იგი? ფეიკებით ამართლებდნენ ამერიკის შეჭრას იუგოსლავიასა და ავღანეთში, იემენსა და ეგვიპტეში, ტუნისში, ლიბიასა და სირიაში...

და რა უპასუხა ამერიკელ კონგრესმენებს ოფიციალურმა თბილისმა? იქნებ სანქციებით პასკვილების ავტორების წინააღმდეგ, და ზემოჩამოთვლილ თერთმეტ კონგრესმენ - სენატორებს საქართველოში ჩამოსვლა აუკრძალა? არა! იქნებ აშშ-ის ელჩი გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადასცეს საპროტესტო ნოტა, როგორც ამას გააკეთებდნენ აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთში და ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს? ისევ არა! პირიქით - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიწვია აშშ-ის ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რათა დაედასტურებინა თავისი უდიდესი პატივისცემა ...

თბილისმა გულისამრევად მსუყე თავის მართლებით უპასუხა - აქაოდა, ჩვენო ძვირფასო სტრატეგიულო პარტნიორებო, თქვენ არცთუ სწორი ინფორმაცია გაქვთ და, შესაბამისად, ჩვენ, მთელი საპარლამენტო დელეგაციით, თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, უკვე მოვფრინავთ ვაშინგტონში ახსნა-განმარტებებით! მიუხედავად ამისა, ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა თქვენს შენიშვნას და გამოვსწორდებითო!

მხოლოდ თბილისის მერმა კალაძემ და თავდაცვის მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადეს, რომ მეგობრებარ ეგებით ღია წერილების მეშვეობით ურთიერთობა, მაგრამ იქვე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის ალტერნატივა საქართველოსთვის არ არსებობს.

მაშ, რა უფლებით აძლევს თავს აშშ, საჯაროდ დატუქსოს საქართველოს ხელისუფლება, რასაც არავინ აკეთებს მათ გარდა და რაც თავადაც არ გაუკეთებიათ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის საშინელი დანაშაულის დროს?!

ორი მიზეზით, რომელთაგან პირველი არის ფული. აშშ არ დატოვებს საქართველოს, თუნდაც ეს საქართველოს ხელისუფლებამ სთხოვოს, სანამ საქართველო არ დაბრუნებს აშშ-ს სხვადასხვა დანიშნულებით მიღებულ მილიარდობით დოლარს, რომელთა უმეტესი ნაწილი სააკაშვილმა და მისმა დამქაშებმა მიითვისეს. მსგავსი რამ დონალდ ტრამპმა 6 იანვარს ერაყთან მიმართებაში განაცხადა: ჩვენ არ დავტოვებთ ერაყს, თუნდაც ერაყის ხელისუფლებაგვთხოვოს ამის გაკეთება, სანამ დახარჯულ ფულს არ დაგვიბრუნებენ! ჩვენ მილიარდები დავხარჯეთ ერაყში, ამიტომ ერაყს არ დავტოვებთ, სანამ არ გადაგვიხდიან!”. აი ასე, ფანტასტიკურად გამდიდრებული სახელმწიფო მოხელეების, ჩამოწერილი ამერიკული შეიარაღებისა და ანტირუსული პროპაგანდის გამო - რასაც ძირითადათ ხმარდებოდ აამერიკული გრანტები! - ჩვენ და ჩვენი შვილები ამერიკელებთან დიდძალ ვალში აღმოვჩნდით.

მეორე მიზეზი არის ამერიკული ფასეულობები“. აშშ-მიაჩნია, რომ ზოგადსაკაცობრიო დემოკრატიული ფასეულობების გარანტია, რომლებსაც საქართველო სააკაშვილის დროს იცადა და რომლებსაც უღალატა ივანიშვილის ხელისუფლებამ. მაგრამ რა საერთო ღირებულებები შეიძლება ჰქონდეს ბირთვულ ზესახელმწიფოს, რომელიც 244 წლის წინ შეიქმნა და სულ 55 წელია, აც რასათა შორის ქორწინებები დაუშვა, და სხვა კონტინენტზე მდებარე საქართველოს, სადაც ქრისტიანობა 1700 წლის წინ იქცა სახელმწიფო რელიგიადა რომელსასაკუთარი თავის დაცვაც კი არ შეუძ₾ია?! ხოლო რადგან არ არსებობს საერთო ღირებულებები, მაშასადამე, საქართველო ვერშეძლებდა მათ ღალატს!

სიცხადისთვის, ერთ მაგალითს მოვიყვან:

2015 წლის 29 ივნისს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლოს მიერ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებიდან სამი დღის შემდეგ, როცა აშშ–ის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებებიც შევიდა, მე ქართველებს შევთავაზე მარტივი ფორმულაGOD or USA“ - ანუ საბოლოოდ გადაწყვიტონ - ღმერთი თუ აშშ“, იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა ხეელისუფლებამ ჩვენს მაგივრად დიდი ხანია არჩევანი აშშ-ის სასარგებლოდ გააკეთა.

იმავე დღეს, 2015 წლის 29 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საკვირაო ქადაგებისას, აშშ-ის გადაწყვეტილებას ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ დიდი შეცდომა უწოდა, ხოლო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა შემდეგი: რაზე დგას ქართული სახელმწიფო? ჩვენრწმენაზე, რამაც დღემდე მიგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რომელსაც უნდა ემყარებოდეს თანამედროვე, ძლიერი საქართველო. ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მჯერა, რომ სწორედ ოჯახი წარმოადგენს ყველა სიკეთის საწინდარს. ამიტომ, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და როგორც მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კონსტიტუციაში არსებობდეს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ქორწინება, ოჯახი, ეს არის ქალი სა და მამაკაციერთობა!”. ღარიბაშვილმა შეასრულა დანაპირები, მაგრამ ეს თანამდებობის ფასად დაუჯდა - ამერიკის საელჩოს მითითებით იგი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლეს.

სწორედ ამიტომ, იმისათვის, ღარიბაშვილი ბედი რომ არ გაიზიაროს, მოქმედი პრემიერგახარია ყოველდღიურად, უმნიშვნელო ვარიაციებით იმეორებს იმას, რისიც არც თავად და არც არავის სჯერა! ორი ახალი მაგალითი:

ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოველდღიური გამოწვევაა. როდესაც ვსაუბრობთ არსებულ ვითარებაში მოქმედებებზე, ჩვენს მეგობრებთან - აშშ-სა და ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება წარმოადგენს გადარჩენის ერთადერთ გზაგამოწვევებით სავსე რეგიონში” (24 იანვარი, დავოსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი).

ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველაზე ეფექტური იარაღია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ევროპული და ევროატლანტიკური ორიენტაცია. უსაფრთხოება არის ქვეყნის მთავარი მიზანი, ისევე ჩვენი მთავარი გამოწვევა. დღეს უსაფრთხოების კომპონენტზე საუბარი შეუძლებელია, როდესაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია. ჩვენ ყველაგვესმის, რომ როდესაც ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ქართული მიწების 20 პროცენტის ოკუპაციას, ჩვენ ვგულისხმობთ ჩვენი ქვეყნის განვითარების 20 პროცენტით შეზღუდვას ყველა მიმართულებით, ეკონომიკიდან დაწყებული, კულტურით დამთავრებული და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანური რესურსების განვითარების თვალსაზრისით(30 იანვარი, თბილისი, დონორთა საერთაშორისო კონფერენცია).

   სანახევრო უბედურება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ამ აბდაუბდას იტყოდა "შაპოკლიაკი" ზურაბიშვილი - პრეზიდენტის ფიტული, რომელმაც შევარდნაძის "დაბალანსების პოლიტიკა", ზედმიწევნით სიტყვასიტყვით გაიგო, ერთი პრორუსული განცხადების მონაცვლეობით ათ ანტირუსულთან. მაგრამ ამას ამბობს კარგად განსწავლული გონიერი ახალგაზრდა ტრადიციული ქართული ოჯახიდან, რომელმაც არ შეიძლება არ იცოდეს, რომ საქართველოს უსაფრთხოება შორეულ აშშ-სა და ევროკავშირზე კი არა, არამედ დამოკიდებულიმის მთავარ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ პარტნიორებზე - რეგიონულ მეზობლებზე - რუსეთზე, აზერბაიჯანსა და თურქეთზე, სევე ჩინეთზე - საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორზე რუსეთის შემდეგ. და კიდევ, გიორგი გახარიას, უდავოდ, ესმის, რომ თუ ერთი ქვეყნის კონსტიტუცია ცნობს ერთსქესიანთა ქორწინებებს, ხოლო მეორე - უარყოფს, მაშინ ამ ქვეყნებს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ღირებულებები! თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იძულებით დუმს, რადგან თბილისში მდებარეობს ლუგარის ბიოლაბორატორია, სადაც განსაკუთრებით საშიში ვირუსების შტამები ინახება ...

კორონავირუსის ”მოულოდნელი” აფეთქება ჩინეთში ძალიან ხელს აძლევს აშშ-ს, რომელიც უფრთხის ჩინეთს, მისი კომპარტიით, იდეოლოგიით, ეკონომიკური და ადამიანური რესურსებით, უფრო მეტადაც კი, ვიდრე რუსეთ მისი იარაღით! აი რატომაა, რომ პენტაგონს, რომლის დაქვემდებარებაშია ლაბორატორიები, რომლებიც ბაქტერიოლოგიური იარაღის შექმნაზე მუშაობენ, შეეძლო მოეხდინა ეპიდემიის ორგანიზება.

   დასასრულ - გულუბრყვილო ქართველი ობივატელის საყურადღებოდ, რომელიც აშშ–ის ამჟამინდელ პრეზიდენტს კონსერვატორ-ტრადიციონალისტად მიიჩნევს, და, შესაბამისად, არ გამორიცხავს საქართველოსა და აშშ-ს შორის საერთო ღირებულებების არსებობას. დაე იცოდეს:

 1.   რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქრისტიანი კი არა, არამედ პრესვიტერიანული ეკლესიის - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უზარმაზარი სექტის მიმდევარია, რომელიც ცნობს ერთსქესიანთა ქორწინებას;

2.   რომ აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილმა ივანკამ მიიღო იუდაიზმი მამამისის თანხმობით, რათა ცოლად გაჰყოლოდა მდიდარს ებრაელს - ტრამპის მრჩეველს, ორთოდოქს კუშნერ ჯარედს, ჰასიდური ორგანიზაციის ჰაბად-ლუბავიჩის ცნობილი წარმომადგენელს, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ტრამპმა ივანკა თავის ასისტენტად დანიშნა;

3.   რომ ყველას ახსოვს ტრამპის ამორალური გამონათქვამები ივანკას მისამართით, რომელიც საჯაროდ აფასებდა თავისი ქალიშვილის ქალურ ღირსებებს, როგორც უხამსი გარყვნილი;

4.   რომ დონალდ ტრამპი სამჯერ არის დაქორწინებული;

5.   რომ 2019 წლის მაისში, "ლგბტ სიამაყის თვეში", აშშ-ის პრეზიდენტმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "აკიღა ჩვენ ვზეიმობთ ლგბტ სიამაყის თვეს და ვაღიარებთ, რომ ლგბტ წარმომადგენლებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი დიდი ხალხის საკეთილდღეოდ, მოდი, სოლიდარობის ნიშნად გვერდში დავუდგეთ ლგბტ-თემის მრავალრიცხოვან წევრებს, რომლებიც მსოფლიოს ათობით ქვეყანაში ცხოვრობენ და რომლებსაც სჯიან, ციხეში ყრიან და სიკვდილითაც კი სჯიან მათი სექსუალური ორიენტაციის გამო! ჩემმა ადმინისტრაციამ წამოიწყო გლობალური კამპანია, რათა ჰომოსექსუალიზმი გამოირიცხოს სისხლის სამართლის დანაშაულთა რიცხვიდან და ყველა ქვეყანას იწვევს ამ ძალისხმევას შემოერთდნენ!”.

   ყოველივე ზემოათქმულის შემდეგ, შეუძლია თუ არა საქართველოს აღიაროს აშშ-თან საერთო ღირებულებები?

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
02.02.2020
საქართველო, თბილისი