სამართალი
იტალიაში ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. იტალიის ქალაქ მოდუნიოში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

როგორც იტალიური მედია წერს, პოლიციამ ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი და დანგრეული შენობის ჩხრეკისას საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებამ ამოიღო მოპარული ნივთები, მათ შორის ტელეფონი, ძვირფასი საათი და ნაღდი ფული. სამართალდამცავების ცნობით, აღნიშნული ნივთები ბრინდიზიში მდებარე სახლის მეპატრონეს ეკუთვნის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაქურდეს.

აღსანიშნავია, რომ ძველი შენობის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია სხვა მოპარული ნივთები. სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.