რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (02.02.2020)

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი.

ჩვენთან არს ღმერთი!

დავით წინასწარმეტყველი ამბობს: ,,წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა.“ აი ჩვენც დღეს ვლოცულობთ, რომ მშვიდობა და წყალობა ღვთისა არ მოგვაკლდეს.

თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ამ ვირუსისგან. ზოგიერთმა დაარქვა ,,სიკვდილის ვირუსი“. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილას და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარ-მიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი.

ჩვენთან არს ღმერთი.

დღეს ილოცება წყნეთის მოხუცებულთა თავშესაფარი მაია ნაჭყებიას ხელმძღვანელობით და ასევე ვარდიძეების გვარი.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!