უცხოეთი
მაიკ პომპეო - ჩვენი დროის ცენტრალურ საფრთხეს ჩინეთის

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთის მმართველ "კომუნისტურ პარტიას" თანამედროვეობის მთავარი საფრთხე უწოდა.პომპეოს თქმით, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა იღონონ სამხედრო თუ ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რომ მომავალ საუკუნეს დასავლური დემოკრატიული პრინციპები მართავდეს.

„ტერორიზმთან მიმართებაში ჯერ კიდევ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, თუმცა ჩვენი დროის ცენტრალურ საფრთხეს ჩინეთის "კომუნისტური პარტია" წარმოადგენს“, - განაცხადა პომპეომ ლონდონში ვიზიტისას.

interpressnews.ge