საზოგადოება
დღეს, 29 მარტს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე განლაგებულ რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი განახლდა.
შეგახსენებთ, რომ რიკოთის საუღელტეხილო გვირაბში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი შარშან ნოემბერში დასრულდა. იმ ეტაპზე შესრულდა მწყობრიდან გამოსული კომუნიკაციების დაშლა-გატანისა და გვირაბის გამაგრების პირველი ეტაპის სამუშაოები.
რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოვლითი გზის მეშვეობით, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წელს შესრულდა და მასზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა.