აქტუალური
რუსეთის მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კურატორად ვიცე-პრემიერი დანიშნა

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის ვიცე-პრემიერი მარატ ხუსნულინი ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, ასევე ოკუპირებულ ყირიმთან და კალინინგრადთან თანამშრომლობას გაუწევს კურირებას. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ამ ინფორმაციის თანახმად, ხუსნულინი კოორდინაციას გაუწევს აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების მუშაობას, გასცემს მითითებებს ფედერალური მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციის შესახებ ყირიმსა და სევასტოპოლში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

მარატ ხუსნულინი ბოლოს მოსკოვის მერის მოადგილე იყო, რომელიც ქალაქმშენებლობის საკითხებს კურირებდა.