უცხოეთი
ჩინეთის მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უხანიდან გასვლის უფლებას მისცემენ

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთის მოქალაქეებს, რომელთა ოჯახის წევრი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უხანიდან გასვლის უფლებას მისცემენ. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განახორციელა. ერთ-ერთი ბოლო ბრიტანეთია, რომელმაც ჩინური მხარისგან ევაკუაციის უფლება რამდენიმე საათის წინ მიიღო.

1tv.ge