უცხოეთი
იაროსლავ კაჩინსკი - რუსული აგრესიის შესაჩერებლად, ნატო-ს ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. რუსული აგრესიის შესაჩერებლად, ნატო-ს ჯარები აღმოსავლეთ ევროპაში, საბრძოლო მზადყოფნაში უნდა იყოს, - ამის შესახებ პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ის [ვლადიმერ პუტინი] მხოლოდ იქ ესხმის თავს, სადაც სისუსტეს ხედავს და ფიქრობს, რომ მოიგებს. რუსეთი მასიურ წინააღმდეგობას ვერ უპირისპირდება, თუნდაც დილომატიურ დონეზე. ეს არის დაკავშირებული პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებთან. აი, რატომ არის ნატოს ყოფნა აქ ასე მნიშვნელოვანი“, -განაცხადა კაჩინსკიმ.

მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, გერმანიამ ბალტიის ქვეყნებში დამატებით ჯარი უნდა გააგზავნოს.

„გერმანიამ ბალტიისპირეთში მეტი ჯარი უნდა გააგზავნოს. აღმოსავლეთ ევროპა საბრძოლო და ოპერატიულ მზადყოფნაში უნდა იყოს“,-განაცხადა კაჩინსკიმ.

interpressnews.ge